სტანდარტი

 

მუხლი 30. კომპიუტერული ტექნოლოგიების სტანდარტი

1. კომპიუტერული ტექნოლოგიები დაწყებით საფეხურზე

შესავალი

დაწყებით საფეხურზე საგანიკომპიუტერული ტექნოლოგიებიკომპიუტერული ტექნოლოგიების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების შესწავლას გულისხმობს.

საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.

სტანდარტის შედეგები და შინაარსი

სტანდარტის შედეგები საგნის სწავლა-სწავლების მიზნებიდან გამომდინარეობს. ისინი პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით დაწყებითი საფეხურის ბოლოს.

სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება სავალდებულო ცნებების, თემატური ჩარჩოს, საგნობრივი საკითხების სახით.

სტანდარტის შედეგების ინდექსების განმარტება

დაწყებით საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., კომპ.ტექ.დაწყ.1:

კომპ. ტექ.“მიუთითებს საგანსკომპიუტერული ტექნოლოგიები“;

დაწყ.“ მიუთითებს დაწყებით საფეხურს;

1“ – მიუთითებს შედეგის ნომერს.

 

 კომპიუტერული ტექნოლოგიების სტანდარტის შედეგები (დაწყებითი საფეხური)

შედეგების ინდექსი

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

ცნებები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

კომპ. ტექ. დაწყ. 1.

პირობითი ნიშნების სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება. პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მიღება და გადაცემა.

პირობითი ნიშნები

კომპ. ტექ. დაწყ. 2.

კომპიუტერის ძირითადი ნაწილებისა და კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობების გარჩევა; მარტივი ელექტრონული მოწყობილობის გამართვა, რთული ელექტრონული მოწყობილობის (მაგ: რობოტის) გამართვა.

კომპიუტერის ფუნქციონირების პრინციპები

კომპ. ტექ. დაწყ. 3.

ალგორითმის დანიშნულების გააზრება და ალგორითმის დამოუკიდებლად შემუშავება; პროგრამირების ელემენტების (ციკლები, ოპერატორები...) მიზნობრივად გამოყენება ვიზუალური პროგრამირების გარემოში სხვადასხვა კომპიუტერული თამაშებისა და პროგრამების შექმნა.

პროგრამული კოდი (ალგორითმი)

მიმართულება: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

კომპ. ტექ. დაწყ. 4.

კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება. მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის სხვადასხვა ელემენტის იდენტიფიცირება.

მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი

კომპ. ტექ. დაწყ. 5.

საძიებო სისტემებთან დამოუკიდებლად მუშაობა. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და გაზიარება. ონლაინ სივრცეში ერთობლივი სამუშაოს შესრულება.

ინტერნეტი

კომპ. ტექ. დაწყ. 6.

ციფრული ინფორმაციის მოგროვება, დახარისხება. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (ტექსტური რედაქტორი, ცხრილებთან სამუშაო პროგრამა, პრეზენტაციის შესაქმნელი პროგრამა, გრაფიკული რედაქტორი და სხვა) ციფრული ინფორმაციის დამუშავება.

ინფორმაცია

მიმართულება: ციფრული წიგნიერება

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

კომპ. ტექ. დაწყ. 7.

ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებების (მათ შორის საავტორო უფლებების) დაცვა; საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოდ მართვა;

ციფრული მოქალაქეობა

თემატური ჩარჩო დაწყებითი საფეხურის სასწავლო თემებისათვის

კომპიუტერული ტექნოლოგიები

ცნებები და საკითხები:

პირობითი ნიშნები

პირობითი ნიშნების შემუშავება და მათი საშუალებით ინფორმაციის გადაცემა; პირობითი ნიშნების საშულებით ბრძანებების გადაცემა და მიღებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება; ვიზუალური პროგრამირება; პირობითი ნიშნები კომპიუტერულ პროგრამირებაში.

კომპიუტერის ფუნქციონირების პრინციპები

კომპიუტერის ძირითადი ნაწილები და კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები; მარტივი ელექტრონული მოწყობილობის გამართვა; რთული ელექტრონული მოწყობილობის (მაგ: რობოტის) გამართვა.

პროგრამული კოდი (ალგორითმი)

ციკლების გამოყენება; ალგორითმი და ალგორითმის შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში (მაგ.: Scratch) წინასწარ შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მარტივი პროგრამის შექმნა (მაგ. ანიმაციის შექმნა); პროგრამული ენა; ალგორითმში ან ვიზუალური პროგრამირების კოდში პრობლემების იდენტიფიცირება; პროგრამის ქცევის პროგნოზირება; პროგრამის შექმნა; კომპიუტერული პროგრამა; უსასრულო და სასრული ციკლები; პარალელური პროგრამირება; პირობითი ოპერატორების (if, else) გამოყენება პროგრამული კოდის შექმნისას; პროგრამულ კოდში ობიექტების (DateTime) გამოყენება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების დამახსოვრება; ობიექტების შეჯახების დაფიქსირება და რეაგირება; ჩადგმული პირობითი ოპერატორები; ჩადგმული ციკლები; არითმეტიკული ოპერატორები; ლოგიკური ოპერატორები; ცვლადები; მოვლენებზე რეაგირება; მოვლენების დაფიქსირება და მათ

ზე რეაგირება (მაგ., mouse clicked, key pressed და ..); კონტეინერები და კოლექციები.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

ცნებები და საკითხები:

 მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი

კომპიუტერული პროგრამებისთვის დამახასიათებელი მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის ელემენტები; სხვადასხვა ტიპის ინტერფეისი; სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობის ინტერფეისის (მაგ.: ტელეფონი, ფოტოაპარატი და ..) ძირითადი ელემენტები და მათი იდენტიფიცირება; გრაფიკული ინტერფეისის გზამკვლევები; Android-ისა და iOS-ის გზამკვლევები და მათი ძირითადი ელემენტები.

 

ინტერნეტი

ქსელის ფუნქციონირების პრინციპები; ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები; ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და გამოყენება; ღრუბლოვანი სერვისების ფუნქციონირების პრინციპები; ღრუბლოვანი სერვისების სათანადოდ გამოყენება (ფაილის შექმნა, შენახვა, გაზიარება); სხვადასხვა ონლაინსერვისში საკუთარი ანგარიშის დარეგისტრირება, მასზე ნამუშევრის ატვირთვა ან შექმნა.

ინფორმაცია

ინფორმაციის გამოსახულებისა და ტექსტის საშუალებით გადმოცემა; ფაილის შექმნა კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება; პრეზენტაციის შექმნა (Microsoft PowerPoint); ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება; კონტენტი; კონტენტის ინტერნეტში მოძიება; კონტენტისგან ფაილის შექმნა; სხვადასხვა ტიპის ფაილის დახარისხება და აღრიცხვა; ცხრილის შედგენა (Microsoft Excel); ცხრილში ინფორმაციის სხვადასხვა პრინციპით დახარისხება და გამოთვლების წარმოება; სხვადასხვა მოწყობილობასთან მუშაობის პრინციპები; ერთ ფაილში სხვადასხვა ტიპის კონტენტის გაერთიანება და ინტერაქტიული კონტენტის შექმნა (Microsoft PowerPoint).

ციფრული წიგნიერება

ცნებები და საკითხები:

ციფრული მოქალაქეობა

ფიზიკური და ვირტუალური გარემო; პაროლი და ლოჯინი; Office 365-ის პირადი ანგარიშის მართვა; პირადი ანგარიშის დაცვა; საკუთარი ძალებით შექმნილი ინფორმაციის გაზიარება ელ. ფოსტისა და ღრუბლოვანი სერვისების საშუალებით; საერთო ღრუბლოვან სივრცეში მუშაობა; კონფიდენციალურობის დაცვა; პირადი ინფორმაციის დაცულად შენახვა, პაროლის შეცვლის პერიოდულობა, პაროლის სირთულე, ბალანსი ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებას შორის; ინფორმაციული ეთიკის ნორმები; სოციალური პასუხისმგებლობა, პირადი სივრცე, ონლაინ სერვისებთან მუშაობისას; ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები.

 

 

საფეხურის საკვანძო შეკითხვები:

) რა ნაწილებისგან შედგება და როგორ ფუნქციონირებს კომპიუტერული მოწყობილობა? როგორ იქმნება კომპიუტერული პროგრამა?

) სად მოვიძიოთ, როგორ დავახარისხოთ, როგორ გავაზიაროთ ინფორმაცია? როგორ შევქმნათ და დავამუშაოთ ტექსტური ფაილი, ცხრილი, პრეზენტაცია?

) როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერული ტექნოლოგიები მიზნობრივად, უსაფრთხოდ და ეთიკური ნორმების დაცვით?

No comments:

Post a Comment

Featured Post

2024-25 სასწავლო წლის კურიკულუმები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში

  სკოლა -სსიპ სამტრედიის მუნუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა; 2024-2025 სასწავლო წელი საგანი-კომპიუტერული ტექნოლოგიები (...