კომპიუტერული ტექნოლოგიების გზამკვლევი


მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

სამიზნე ცნება /

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ქვეცნებები / საკითხები

ტრანსფერის არეალი

შეფასების კრიტერიუმები

ნაშრომში / ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

კომპლექსური დავალებების ნიმუშები

პირობითი ნიშნები:

1. პირობითი ნიშნები არი წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;

2. პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;

3.             პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.

საკითხები

II კლასი: პირობითი ნიშნების შემუშავება და მათი საშუალებით ინფორმაციის გადაცემა; პირობითი ნიშნების საშულებით ბრძანებების გადაცემა და მიღებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.

 

III კლასი: ვიზუალური პროგრამირება.

 

V კლასი: პირობითი ნიშნები კომპიუტერულ პროგრამებში.

 

რა პრინციპითაა შემუშავებული ნიშანთა სისტემა, რომელსაც იყენებთ (მ.წ. 1);

რა ინფორმაციას გადმოსცემს თქვენ მიერ შექმნილი / შერჩეული პირობითი ნიშნები (მ.წ. 2);

რომელი ბრძანებების შესრულებაა შესაძლებელი თქვენ მიერ შერჩეული პირობითი ნიშნებით (მ.წ. 3);

 

II კლასი

კლასში მასწავლებლის მითითების მიხედვით განაწილდით ორ გუნდად, რათა ითამაშოთ პირობითი ნიშნების გამოყენებით. თამაშისთვის მიყევით მითითებებს:

შეიმუშავეთ პირობითი ნიშნები (მაგ.: ზევით მიმართული ისარი (↑) ნიშნავს ახტომას. ქვევით მიმართული ისარი (↓) ნიშნავს ბუქნს. მარჯვნივ მიმართული ისარი (→) ნიშნავს  მარჯვენა ხელის გაწევას. მარცხნივ მიმართული ისარი (←) ნიშნავს მარცხენა ხელის გაწევას).

თითოეულმა გუნდმა ისრების საშუალებით შეიმუშავეთ, გამოიგონეთ ახალი ცეკვა.

შემდეგ ერთმანეთში გაცვალეთ შემუშავებული ცეკვის ინსტრუქცია და თანამიმდევრულად შეასრულეთ ინსტრუქციაში მოცემული მოქმედებების ერთობლიობა.

 

შესრულებული დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·        როგორ შეადგინეთ ნიშანთა სისტემა, რას აღნიშნავს თითოეული მათგანი;

·        რომელი ბრძანებები უნდა შესრულდეს თქვენ მიერ შემნილი პირობითი ნიშნების გამოყენებით.

-

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება /

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ქვეცნებები / საკითხები

ტრანსფერის არეალი

შეფასების კრიტერიუმები

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

კომპლექსური დავალებების ნიმუშები

კომპიუტერის აგებულება:

1.   კომპიუტერულ მოწყობილობას აქვს ძირითადი ნაწილები და დამატებითი მოწყობილობები;

 

 

 

 

საკითხები

III კლასი: კომპიუტერის ძირითადი ნაწილები: ინფორმაციის შესაყვანი პორტი; ინფორმაციის დასამუშავებელი მოწყობილობა; მეხსიერება; ინფორმაციის გამოსატანი პორტი; კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები: კლავიატურა, მაუსი, მონიტორი და ა.შ.; როგორ მუშაობს კომპიუტერი.

IV კლასი: მარტივი ელექტრონული მოწყობილობის გამართვა.

V კლასი: რთული ელექტრონული მოწყობილობის (რობოტის) გამართვა.

 

 

  რა ფუნქციას ასრულებს კომპიუტერის ძირითადი და დამატებითი ნაწილები თქვენ მიერ შექმნილი დავალების კონტექსტში (მ. წ. 1);

III კლასი:

დახატეთ კომპიუტერული მოწყობილობა. Სურვილის შემთხვევაში მიუხატეთ მას დამატებითი მოწყობილობებიც. გაცვალეთ ნახატები თანაკლასელებთან. Მოსწავლეებმა რიგრიგობით აღწერეთ ფოტოზე გამოსახული კომპიუტერული მოწყობილობა ისე, რომ თანაკლასელები ვერ ხედავდნენ მას და კლასის დარჩენილმა ნაწილმა გამოიცნოს იგი.

 

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·        რა ნაწილებისგან შედგება ეს მოწყობილობა;

·        მხოლოდ ძირითადი ნაწილებისგან შედგება, თუ აქვს დამატებითი მოწყობილობებიც;

·        რა ფუნქციას ასრულებს გამოსაცნობი მოწყობილობა.

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება /

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ქვეცნებები / საკითხები

ტრანსფერის არეალი

შეფასების კრიტერიუმები

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

კომპლექსური დავალებების ნიმუშები

(ალგორითმი) პროგრამული კოდი

1.      ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა;

2.      პროგრამული კოდი გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად;

3.      პროგრამული კოდი განსაზღვრავს კომპიუტერული მოწყობილობის მიერ გარკვეული ოპერაციების შესრულებას, მოწყობილობის ქცევას;

4.      პროგრამული კოდი პროგრამულ ენაზე იწერება.

 

საკითხები

II კლასი: ციკლების გამოყენება ვიზუალური პროგრამირების გარემოში;

 

III კლასი: ალგორითმი და ალგორითმის შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში (მაგ.: Scratch) წინასწარ შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მარტივი ანიმაციის შექმნა; ვიზუალური კომუნიკაცია; პროგრამული ენა;

 

IV კლასი: ალგორითმში ან ვიზუალური პროგრამირების კოდში პრობლემების იდენტიფიცირება; პროგრამის ქცევის პროგნოზირება; პროგრამის შექმნა.

 

V კლასი: კომპიუტერული პროგრამა; უსასრულო და სასრული ციკლები; პარალელური პროგრამირება; პირობითი ოპერატორების (if, else) გამოყენება პროგრამული კოდის შექმნისას; პროგრამულ კოდში ობიექტების (DateTime) გამოყენება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების დამახსოვრება.

 

VI კლასი: ობიექტების შეჯახების დაფიქსირება და რეაგირება; ჩადგმული პირობითი ოპერატორები; ჩადგმული ციკლები; არითმეტიკული ოპერატორები; ლოგიკური ოპერატორები; ცვლადები; მოვლენებზე რეაგირება; მოვლენების დაფიქსირება და მათზე რეაგირება (მაგ., mouse clicked, key pressed და ა.შ.); კონტეინერები და კოლექციები;

 

·        მოქმედებების რომელი თანამიმდევრობა გამოიყენეთ პრობლემის გადაჭრისთვის (მ. Წ. 1;

·        როგორ აქციეთ ან შეიძლება აქციოთ თქვენ მიერ შექმნილი ან გამოყენებული ალგორითმი პროგრამულ კოდად (მ. Წ. 2);

·        კომპიუტერის რომელი ოპერაციების შესრულებისთვის გამოიყენეთ პროგრამული კოდი (მ. Წ. 3);

·        რომელ პროგრამულ ენაზეა შესრულებული პროგრამული კოდი და რატომ (მ. Წ. 4).

V კლასი

შექმენით თამაში ვიზუალური პროგრამირების გარემოში. თამაში უნდა შექმნათ ვიზუალური პროგრამირების გარემოში. გაიაზრეთ, როგორი ალგორითმი ექნება თქვენს თამაშს. შექმნის პროცესში მიაქციეთ ყურადღება, რომ პროგრამული კოდი იყოს გამართული და უშეცდომო. თამაშის დასაწყისში სპეციალური ველის საშუალებით უნდა შეიძლებოდეს მომხმარებლის მიერ შეყვანილ მონაცემების  დამახსოვრება (მაგ.: მომხმარებლის სახელი, საცხოვრებელი ადგილი, დაბადების თარიღი და სხვა).

 

დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·        როგორია თქვენ მიერ შემუშავებული ალგორითმი;

·        იყო თუ არა ალგორითმი სწორად შემუშავებული, რომ პროგრამული კოდი გამართული ყოფილიყო;

·        ის ოპერაციები, რომლებიც პროგრამულ კოდში გამოიყენეთ;

·        ვიზუალური პროგრამირების რომელი პროგრამა გამოიყენეთ დავალებისთვის და რატომ აარჩიეთ ის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმართულება: ისტ

სამიზნე ცნება /

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ქვეცნებები / საკითხები

ტრანსფერის არეალი

შეფასების კრიტერიუმები

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

კომპლექსური დავალებების ნიმუშები

მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი

1. კომპიუტერული ინტერფეისი არის პირობით ნიშანთა (icons) ერთობლიობა;

2. კომპიუტერული ინტერფეისის საშუალებით ხორციელდება კომუნიკაცია მომხმარებელსა და კომპიუტერულ მოწყობილობას შორის;

3. კომპიუტერულ ტექნოლოგიებში განსხვავებული ტიპის ინტერფეისები გვხვდება.

საკითხები

IV კლასი: კომპიუტერული პროგრამებისთვის დამახასიათებელი მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის ელემენტები; სხვადასხვა ტიპის ინტერფეისი.

 

V კლასი: სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობის ინტერფეისის (მაგ.: ტელეფონი, ფოტო აპარატი და ა.შ.) ძირითადი ელემენტები და მათი იდენტიფიცირება;

 

VI კლასი: გრაფიკული ინტერფეისის გზამკვლევები;  Android-ისა და iOS-ის გზამკვლევები და მათი ძირითადი ელემენტები.

 

   რა პრინციპს ემყარება ამა თუ იმ სისტემის პირობითი ნიშნები (აიქონები) (მ. Წ. 1);

   როგორ აადვილებს თქვენ მიერ არჩეული აიქონები კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებას (მ. Წ. 2);

   არსებობს თუ არა კომპლექსურ დავალებაში განხილული აიქონების ანალოგები და როგორ გამოიყენება ისინი (მ. Წ. 3).

 

IV კლასი

კომპიუტერული პროგრამის საშუალებით (მაგ.: „ვსწავლობთ თამაშით“, Minecraft: Education Edition, Microsoft Paint და ა. შ.). შექმენით ხატულები (აიქონები). შექმნისთვის გაიარეთ შემდეგი ნაბიჯები:

დააკვირდით თქვენს კომპიუტერში არსებულ აიქონებსა და მათს დანიშნულებას;

დახატეთ აიქონები ისე, რომ თითოეულს ჰქონდეს დანიშნულება. ეცადეთ, თქვენი ხატულები (აიქონები) გასაგები და ადვილად ამოცნობადი იყოს მომხმარებლისთვის;

იმსჯელეთ, რა ტიპის სამუშაოს შესრულებისთვის გამოიყენებდით თქვენ მიერ შექმნილ აიქონებს;

 

დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·        თქვენი აზრით, როგორ ქმნიდნენ იმ აიქონებს, რომლებსაც გაეცანით;

·        აიქონების დახატვისას იყენებდით თუ არა თქვენთვის უკვე ნაცნობ გამოსახულებებს.

 

სამიზნე ცნება /

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ქვეცნებები / საკითხები

ტრანსფერის არეალი

შეფასების კრიტერიუმები

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

კომპლექსური დავალებების ნიმუშები

ინტერნეტი

1. ინტერნეტი არის კომპიუტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქსელი;

2. ინტერნეტში, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერულ ქსელში, შესაძლებელია ინფორმაციის არა მარტო მძიება და გამყენება, არამედ განთავსებაც;

3. ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ყველასთვის ან ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის.

საკითხები

II კლასი: ქსელის ფუნქციონირების პრინციპები;

 

III კლასი: ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები; ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და გამოყენება; ღრუბლოვანი სერვისების ფუნქციონირების პრინციპები.

 

IV კლასი: ღრუბლოვანი სერვისების სათანადოდ გამოყენება (ფაილის შექმნა, შენახვა, გაზიარება).

 

VI კლასი: სხვადასხვა ონლაინ სერვისში საკუთარი ანგარიშის დარეგისტრირება, მასზე ნამუშევრის ატვირთვა ან შექმნა.

 

 

    ინფორმაციის მოძიებისთვის რომელი ვებ-გვერდები, საძიებო სისტემები გამოიყენეთ (მ. Წ. 1);

    დავალებაზე მუშაობისას რა შემთხვევაში დაგჭირდათ თუ არა ინფორმაციის მოძიება, გამოყენება ან განთავსება (მ. Წ. 2);

    ვის უზიარებთ ინტერნეტში თქვენ მიერ განთავსებულ ინფორმაციას (მ. Წ. 3).

IV კლასი

დაახარისხეთ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია შემდეგი მითითებების მიხედვით:

მოძებნეთ ინტერნეტში თქვენთვის სასურველი ინფორმაცია,შეაგროვეთ კონტენტი რამდენიმე ვებ-გვერდიდან;

OneDrive-ში შექმენით საქაღალდეების სისტემა და განათავსეთ ინტერნეტში მოძიებული მასალა (მაგ.: გამოსახულება და ტექსტი);

ნახული ინფორმაცია გაუზიარეთ მასწავლებელს რედაქტირების უფლებით, ხოლო თანაკლასელებს, მხოლოდ ნახვის უფლებით.

 

ნაშრომის პრეზენტაციისას ნათლად წარმოაჩინეთ:

·        რომელი ვებ-გვერდებით ისარგებლეთ ინფორმაციის მოძიებისას;

·        იყო თუ არა საკმარისი ინფორმაცია ქართულ ვებ-გვერდებზე;

·        დავალებაზე მუშაობისას თავად თუ შეიტანეთ რაიმე ინფორმაცია თქვენი სკოლის სახელმძღვანელოდან ან სხვა წიგნიდან;

·        როგორ გაუზიარეთ ინფორმაცია თანაკლასელებსა და მასწავლებელს ისე, რომ უცხოთათვის არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება /

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ქვეცნებები / საკითხები

ტრანსფერის არეალი

შეფასების კრიტერიუმები

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

კომპლექსური დავალებების ნიმუშები

ინფორმაცია

1. კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება;

2. როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია, ინფიორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში;

3. ფაილები შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში.

საკითხები:

III კლასი: პრეზენტაციის შექმნა (Microsoft PowerPoint);

 

IV კლასი:  ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება;

 

V კლასი: კონტენტი; კონტენტის ინტერნეტში მოძიება; კონტენტისგან ფაილის შექმნა; სხვადასხვა ტიპის ფაილის დახარისხება და აღრიცხვა; ცხრილის შედგენა (Microsoft Excel); ცხრილში ინფორმაციის სხვადასხვა პრინციპით დახარისხება და გამოთვლების წარმოება;

 

VI კლასი: სხვადასხვა მოწყობილობასთან მუშაობის პრინციპები; ერთ ფაილში სხვადასხვა ტიპის კონტენტის გაერთიანება და ინტერაქტიული კონტენტის შექმნა (Microsoft PowerPoint).

  დავალების შესრულების პროცესში როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია. თქვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის რა ნაწილი იქნა მოძიებული, შექმნილი ან სხვასთან გაცვლილი (მ. Წ. 1);

  როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში (მ. Წ. 2);

  თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა (მ. Წ. 3);

  საჭიროების შემთხვევაში როგორ გადაიტანთ თქვენს ფაილს სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში (მ. Წ. 3).

 

VI კლასი

მოამზადეთ პრეზენტაცია, რომელშიც გამოიყენებთ ექსკურსიაზე შეგროვებულ მასალებს, ამისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი ეტაპები:

პრეზენტაციის შინაარსი და გეგმა წინასწარ გაწერეთ Microsoft Word-ის დოკუმენტში;

პრეზენტაციის ასაწყობად გამოიყენეთ Microsoft PowerPoint;

მობილური ტელეფონით ან ციფრული კამერით ექსკურსიაზე გადაღებული ფოტოები შეაგროვეთ თანაკლასელებისგან;

დაამუშავეთ შეგროვებული ფაილები თქვენი სურვილისამებრ (მაგ.: ფოტოზე დაადეთ ტექსტი, ფოტოსთვის გააკეთეთ ჩარჩო და ა. შ.).

 

ნაშრომის პრეზენტაციისას ნათლად წარმოაჩინეთ:

·        ექსკურსიის ფოტოებისა და ვიდეოების რა ნაწილი იყო თქვენი გადაღებული და რომლები სთხოვეთ მეგობარს;

·        როგორ ჩასვით Microsoft PowerPoint-ში სხვადასხვა ფორმატის ფაილები (ტექსტი, ფოტო, ვიდეო და ა.შ.);

·        დაგჭირდათ თუ არა ფაილში ცვლილებების რამდენჯერმე შეტანა და როგორ გადმოწერეთ ის სკოლის კომპიუტერში.

 

-

 

 

 

 

 

 

 

მიმართულება: ციფრული წიგნიერება

სამიზნე ცნება /

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ქვეცნებები / საკითხები

ტრანსფერის არეალი

შეფასების კრიტერიუმები

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 

კომპლექსური დავალებების ნიმუშები

ციფრული მოქალაქეობა

1.პირადი ანგარიში ინახავს მომხმარებლის პირად მონაცემებს;

2. როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ციფრულ სივრცეში აუცილებელია ეთიკის ნორმების დაცვა (სხვისი და საკუთარი უფლებების პატივისცემა);

3.  ციფრული სივრცის გამოყენებით შესაძლებელია სხვა ადამიანებთან ინფორმაციის გაცვლა, ურთიერთობა;

საკითხები

II კლასი: ფიზიკური და ვირტუალური გარემო; პაროლი და ლოჯინი.

 

III კლასი: Office 365-ის პირადი ანგარიშის მართვა; პირადი ანგარიშის დაცვა.

 

IV კლასი: საკუთარი ძალებით შექმნილი ინფორმაციის გაზიარება ელ. ფოსტისა და ღრუბლოვანი სერვისების საშუალებით; საერთო ღრუბლოვან სივრცეში მუშაობა.

 

V კლასი: კონფიდენციალურობის დაცვა; პირადი ინფორმაციის დაცულად შენახვა, პაროლის შეცვლის პერიოდულობა, პაროლის სირთულე, ბალანსი ვირტუალურსა და რეალურ ცხოვრებას შორის.

 

VI კლასი: ინფორმაციული ეთიკის ნორმები; სოციალური პასუხისმგებლობა, პირადი სივრცე, ონლაინ სერვისებთან მუშაობისას; ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები.

  რა არის საჭირო პირადი ანგარიშისა და მონაცემების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის (მ. Წ. 1);

  ციფრულ სივრცეში სხვებთან ურთიერთობისას რა უფლებები და მოვალეობები გაგვაჩნია (მ. Წ. 2);

  რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის დასაშვები ციფრული გზით და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სხვებთან ურთიერტობისთვის (მ. Წ. 3).

V კლასი

მოამზადეთ პრეზენტაცია, რომელშიც განმარტავთ, რა არის ფიშინგი.

პრეზენტაციის შექმნისას გაითვალისწინეთ:

მოძიებული მასალების გამოყენებისას მიუთითეთ წყარო და ავტორი;

შექმნილი პრეზენტაცია ატვირთეთ OneDrive-ზე;

დააყენეთ პარამეტრები ისე, რომ თქვენი ატვირთული ფაილის ნახვა შეიძლებოდეს მხოლოდ ბმულის საშუალებით;

გაუგზავნეთ ატვირთული პრეზენტაციის ბმული რომელიმე თანაკლასელს ელ. ფოსტაზე.

 

ნაშრომის პრეზენტაციისას ნათლად წარმოაჩინეთ:

 

·        როგორ ახერხებენ ჰაკერები მომხმარებლებს მათი პირადი ანგარიშის მონაცემები რომ გამოტყუონ;

·        როგორ უნდა დავიცვათ თავი ფიშინგისგან;

 

 

 

No comments:

Post a Comment

Featured Post

2024-25 სასწავლო წლის კურიკულუმები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში

  სკოლა -სსიპ სამტრედიის მუნუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა; 2024-2025 სასწავლო წელი საგანი-კომპიუტერული ტექნოლოგიები (...