ტექსტური რედაქტორის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში - "ექსკურსია დიდი ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში" სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა Go to this Sway
ტექსტური რედაქტორის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში - "ექსკურსია დიდი
ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში"
სსიპ სამტრედიის
მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი: მაია კახაძე
კლასი: V
ელექტრონული რესურსის მისამართი:
https://school.emis.ge/Computer-Science/Class-4/text-editor-10/1.html
მიმართულება: ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სამიზნე ცნება /ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
ინფორმაცია
• კომპიუტერული
მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება;
• ინფორმაცია
კომპიუტერში ფაილის სახით ინახება;
• როგორც
სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია,
ინფიორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში;
• ფაილები
შეიძლება, დავარედაქტიროთ და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში.
ქვეცნებები:
• ტექსტური
რედაქტორი (Microsoft Word);
• ტექსტური
რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება.
კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოიდგინე რომ მუშაობ ტურუსტულ კომპანიაში და ხელმძღვანელმა დაგავალა
დაგეგმო ექსკურსია ნ.ნიკოლაძის
სახლ-მუზეუმში, ამასთანავე აუცილებლად უნდა მოამზადო
საინფორმაციო ბულკეტი სადაც წარმოაჩენ სოფელ დიდ ჯიხაიშს და მუზეუმის ღირსშესანიშნაობებს.
ბუკლეტი უნდა დაამზადო აუცილებლად Word-ის დახმარებით, დააფორმატო და გააფორმო
შესაბამისი ფოტოებით.
შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:
• მოსწავლემ
შექმნა საინფორმაციო ბუკლეტი ;
• საჭიროების
შემთხვევაში ტექსრ რედაქტორში (მაგ. Ms Word) ფურცელს შეუცვალა ორიენტაცია;
• მოსწავლემ
ტექსტურ რედაქტორში ფურცელი საჭიროების შემთხვევაში გაყო 2 ან 3 ნაწილად;
• მოსწავლემ
გამოიყენა ტექსტისა და ფურცლის დაფორმატების სხვადასხვა საშუალება;
• მოსწავლემ
ბუკლეტი გააფორმა სურათებით, გრაფიკული ელემენტებით;
• მოსწავლემ
თავად შეარჩია ასოების ფერი, ზომა, სტილი.
უპასუხე შეკითხვებს:
• რა
გაიგე ახალი ტექსტური რედაქტორის (Ms Word) ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესახებ?
• შესძელი
თუ არა ტექსტური რედაქტორის (Ms Word) შენი სურვილისებრ გამოყენება?
• რა
გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
• დაგეხმარა
სავარჯიშოები და მინიშნებები?
• დაასახელე
რამდენიმე მაგალითი, როგორ გამოიყენებ ამ გაკვეთილით მიღებულ ცოდნას?
კომპლექსური დავალების განხორციელების ნაბიჯები (ეტაპები)
ნაბიჯი 1 - კომპლექსური დავალების
პირობის გაცნობა
რესურსი:
• კომპიუტერი
ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: მოსწავლეთათვის
შესასრულებელი დავალების პირობის გაცნობა
და ნიმუშის ჩვენება, რათა ნათლად წარმოდგინონ, შედეგად როგორი პროდუქტი უნდა შექმნან.
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
1. შენი აზრით, რით განსხვავდება კომპიუტერში ტექსტის აკრეფა, ჩვეულებრივ ფურცელზე წერისგან?
2. შენ რომელს ანიჭებ უპირატესობას?
ნაბიჯი 2 - ტექსტური რედაქტორის
(Ms Word) გაცნობა
რესურსი:
• კომპიუტერი
• ბრაუზერი
• ელექტრონული
საგანმანათლებლო რესურსი “school.emis.ge”
ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურს
“ school.emis.ge” -ზე ტექსტური რედაქტორის და
მისი ძირითადი ინსტრუმენტების გაცნობა https://school.emis.ge/Computer-Science/Class-4/Text-editor-&-tools-7/1.html
ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება): დაბეჭდე
შენი ავტობიოგრაფია
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
1. რა გაიგე
ახალი ტექსტური რედაქტორისა და მასში მუშაობის შესახებ?
2. შეძელი
დავალების შესრულება?
3. რა გაგიადვილდა
და რა გაგიჭირდა?
ნაბიჯი 3 - ტექსტის სწორება (Ms Word)
რესურსი:
• კომპიუტერი
• ბრაუზერი
• ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი
“school.emis.ge ”
ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: ელექტრონულ
საგანმანათლებლო რესურს “school.emis.ge”
-ზე ტექსტის დაფორმატების ინსტრუმენტების
გაცნობა.
https://school.emis.ge/Computer-Science/Class-4/correcting-text-8/1.html
ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება): Ms
Word -ში აკრიფე შენი საყვარელი
ლექსი (3-4 სტროფი), დაიცავი აბზაცები, დასვი სასვენი ნიშნები, გააფორმე ტექსტი სურათებით.
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
1. რა გაიგე ახალი ტექსტურ რედაქტორში ტექსტის დაფორმატებისა
და გაფორმების შესახებ?
2. შეძელი თუ არა ტექსტისთვის შენთვის სასურველი სახის
მიცემა?
3. რა გაგიადვილდა
და რა გაგიჭირდა?
ნაბიჯი 4: კომპლექსური დავალების
შესრულება
რესურსი:
· კომპიუტერი
· ბრაუზერი
· ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი “school.emis.ge
”
ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურს “school.emis.ge” -ზე მოსწავლეები გაეცნობიან
ტექსტური რედაქტორის გამოყენებას ყოველდღიურ
ცხოვრებაში.
ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):
წარმოიდგინე რომ მუშაობ ტურისტულ კომპანიაში და ხელმძღვანელმა
დაგავალა დაგეგმო ტური იმერეთში,
ამასთანავე აუცილებლად უნდა მოამზადო საინფორმაციო
ბულკეტი სადაც წარმოაჩენ იმერეთს
-კერძოდ ნ.ნიკოლაძის სახლ მუზეუმს.
ბუკლეტი უნდა დაამზადო აუცილებლად Word-ის დახმარებით, დააფორმატო და გააფორმო შესაბამისი ფოტოებით.
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
1.
რა გაიგე ახალი ტექსტური რედაქტორის (Ms Word) ყოველდღიურ
ცხოვრებაში გამოყენების შესახებ?
2.
შესძელი თუ არა ტექსტური რედაქტორის (Ms Word) შენი
სურვილისებრ გამოყენება?
3.
რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
4.
დაგეხმარა სავარჯიშოები და მინიშნებები?
5.
დაასახელე რამდენიმე მაგალითი, როგორ გამოიყენებ ამ
გაკვეთილით მიღებულ ცოდნას?
ნაბიჯი 5: შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია. ნამუშევრების მასწავლებლისთვის ჩაბარება.
რესურსი:
• კომპიუტერი,
პროექტორი.
მოსწავლეებისათვის კომპლექსური დავალების პრეზენტაციის
პროეცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:
1. აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
2. შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენს მიერ შექმნილი
კომპლექსური დავალებით და რატომ?
3. რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე
მუშაობას?
No comments:
Post a Comment